გენერალურმა კონფერენციამ დაამტკიცა იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2014-2015 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ამ საიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღიც: – “აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე”, რომელიც აღინიშნება 2015 წელს.
გენერალური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანბელობდა. მაია ფანჯიკიძე ამა წლის 11 ნოემბერს სიტვყით გამოვიდა გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე. ამასთანავე, გენერალური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა მაია ფანჯიკიძის შეხვედრა UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან.