“ამ დროისათვის მიმდინარეობს 7 საცხოვრებელი კორპუსის დასრულება თბილისში, ეს დაახლოებით 894 ბინაა და სამი კორპუსი სრულდება გორში, რომელიც 87 ბინას მისცემს ჩვენს სამხედროებს. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახები და ის სამხედროები, რომლებსაც ეს ბინები ეკუთვნით კანონით. ჩვენ, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, არავის არ ვაყენებთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ისევე როგორც ოჯახში ყველა ბავშვი არის საყვარელი, ასევე ჯარშიც არ შეიძლება გამოყო ჯარისკაცი. აქედან გამომდინარე, როდესაც დასრულდება ბინები, დაახლოებით ერთ თვეში ან თვენახევარში, ისინი გადაეცემა სამხედროებს,” _ განაცხადა “ღია ეთერში” სტუმრობის დროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ბინების გადაცემის შესახებ ხშირად ისმოდა საუბარი იმიას თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ბინების გადაცემას არ აპირებდა სამხედრო პირებისთვის.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შაშკინის დროს ნაჩუქარი ბინების ჩამორთმევა სწორედ დარეგისტრირების პრობლემამ გამოიწვია, რადგან აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე ბინა რამდენიმე ადამიანს ეკუთვნოდა და ასევევ ბინები გადაეცათ იმ ოფიცრებს, რომლებიც თბილისში ფეშენებელურ სახლებს ფლობდნენ. ალასანიას დროს ბინების რეგიისტრაცია შეჩერდა და ამ ხარვეზის გამოსწორებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდა.
ამავე თემაზე: