მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობები პოლიტიკური ლიდერების კრიზისს განიცდის, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ავტორიტარული მართვის შედეგია.
“მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებულ სისტემაზე უფრო ცენტრალიზებული მართვის სისტემის შექმნა შეუძლებებლი იყო. ეს იყო ავტორიტარიზმი დიქტატურის ნიშნებით. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არც ერთ სოფელში არ არსებობდა თვითმმართველობები, რამაც საბოლოოდ, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების კრიზისი გამოიწვია,” _ ამბობს ნარჩემაშვილი.
ამასთან, აღნიშნავს, რომ უკრაინის გადაწყვეტილებას საკმაოდ დიდი მნშვნელობა აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. რუსეთი ჩვენი ქვეყნისგან ანალოგიურ გადაწყვეტილებას ელის და მხოლოდ რიტორიკის შერბილებას არ სჯერდება.
“შეიძლება საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან მეტი მუშაობა, მეტი აქტივობები ლობისტებთან, მაგრამ ესეც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება, ეს პრობლემა მოგვარდება. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება ძალიან ღიად ეუბნება ჩვენ ხელისუფლებას, რომ მხოლოდ რიტორიკის შერბილება არ აკმაყოფილებს. საქართველოს მხრიდან მათ სჭირდებათ უფრო სხვაგავრად დეკლარირებული პოლიტიკა. ალბათ, დაახლოებით ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინამ მიიღო ევროკავშირთან დაკავშირებით,” _ აცხადებს ნარჩემაშვილი.
“სოციალ-დემოკრატების” აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მერის არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ნარმანიას დასახელება “ქართული ოცნების” მხრიდან არ ნიშნავს სხვა კანდიდატების არ არსებობას და არც კონკურენციის შემცირებას. ნარჩემაშვილი თვლის, რომ ქალაქის მერი პოლიტიკოსი უნდა იყოს.
“თბილისის მერი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ, ისე ეკონომიკური ცხოვრებაში, რომელშიც იბადება ახალი პოლიტიკური ტენდენციები და მიმართულებები, იყოს არაპოლიტიკური. არ ვემხრობი იმ მოსაზრებას, თითქოს მერობის კანდიდატი უნდა იყოს მხოლოდ სამეურნეო ტიპი. მიმაჩნია, რომ ესაა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა,” _ განაცხადა ნარჩემაშვილმა.
იგი დაკარგულ ტერიტორიებს და ბოლო დღეებში ამ ტერიტორიებზე ტრაფარეტების დაკიდვის პროცესსაც შეეხეო. მისი თქმით, არ უნდა დაემსგავსოს იმ ადამიანებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რჩევებს აძლევს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
“მეეჭვება დღეს საქართველოში იყოს პოლიტიკოსი, რომელიც დაასახელებს გამოსავალის კონკრეტიკას. ან მოქალაქე, რომელიც იტყვის, ამ გზით ვიმოქმედოთ და რუსეთი ამას აღარ იზამს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა გეოპოლიტიკაშია, ზოგადად სტრატეგიაშია და ჩვენ იმ ქვეყნების სიაში ვართ, რომლებიც ამ ტვირთს ზიდავენ და თავის თავზე განიცდიან. ეს არის ცალსახა. იგივე სექტემბრის პროცესებმა, რომელიც სირიაში განვითარდა, რუსეთს კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობამ,” _ აღნიშნა ნარჩემაშვილმა.
იგი ვარაუდობს, რომ რუსეთისგან ერთი წლის განმავლობაში იქნება უფრო მეტად ხისტი ქმედებები, ვიდრე დღემდე.