კუკავას თქმით, მისი პირადი გადამოწმების საფუძველზე კიდევ ერთხელ დგინდება ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციების არ ყოფნა.
“სამწუხაროა ,რომ ბატონი ნარმანია მის კარიერას ტყუილის საფუძველზე იწყებს. მე გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ თვითმმართველობასთან დაკავშირებით არც ერთ ჩემს კოლეგასთან კონსულტაციები არ ჰქონია,” _ ამბობს კუკავა.
“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით დაუპირისპირდება “ქართული ოცნების” კანდიდატს.
“არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს. ერთიანი კანდიდატით უნდა ვებრძოლოთ “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებულ ნარმანიებს და ფარსს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მან წინასწარ გაიარა კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ცვლილებების შესატანად.