თუ რა გახდა ამის მიზეზი ის, ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ნინო ერემაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
“ჯერჯერობით ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია, რადგან განცხადებაზე ხელი ჯერ მოწერილი არ არის,” _ უთხრეს “გურია ნიუსს” სახალხო დამცველის აპარატში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, დეპარტამენტის უფროსობა ჟურნალისტ, ბელა ზაქაიძეს შესთავაზეს. თუმცა, თვითონ ზაქაიძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
“ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით,” _ განაცხადა ზაქაიძემ.