ბაზიდან პიროვნების ამორიცხვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად ხდება მხოლოდ დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
დინამიური ნარკოლოგიური გამოკვლევა ერთკვირიანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც პირი კვირის განმავლობაში სამჯერ ცხადდება ბიუროში და გადის როგორც კლინიკურ შემოწმებას, ისე ბიოლოგიურ ანალიზს აკრძალულ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე იმუნოქიმიური სტრიპტესტებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობითა და სიზუსტით. დინამიური ნარკოლოგიური კვლევის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირის მონაცემთა ბაზიდან ამოღება ხდება უვადოდ. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია, როგორც თბილისში ისე ქუთაისსა და ბათუმში.
ამ მეთოდით ჩატარებული გამოკვლევა მაქსიმალური სიზუსტით ადგენს პირის აკრძალური ნივთიერებების გამოყენების ან მათზე დამოკიდებულების საკითხს.