იუნესკოს არამატერიაულური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისო კომიტეტის მე-8 სესიაზე, “ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი”, შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში.
მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის წევრი 24 სახელმწიფოსგან შედგება, ყოველწლიურად იკრიბება. წლევანდელი სესია ტარდება ქ.ბაქოში და გაგრძელდება ამა წლის 7 დეკემბრამდე.