შეხვედრაზე შსს-ს მხრიდან წარმოდგენილი პრეზენტაცია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ზოგადად საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების, ღობეების, მიწათხრილების და ე.წ. “საზღვრის აღმნიშვნელი” ბანერების მონტაჟის შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეეხო.
მსგავსი ტიპის შეხვედრები შს სამინისტროში პერიოდულად იმართება და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.