4 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინა ხაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა.
მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრსა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს (ე.წ. უკანა ხაზი) მუშაობა არ შეუწყვეტიათ. სერვისების განვითარების სააგენტოს ბეჭდვითმა ცენტრმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო, საჯარო რეესტრის თანამშრომლების უშუალო ძალისხმევით, ამ სსიპ-ის პერსონალი სხვადასხვა შენობაში გადანაწილდა. არც ერთ ამ სსიპ-ს დაგვიანებული სამუშაო არ აქვს.
მოქალაქეებისთვის სერვისები აღდგენილია ამ პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებისათვის იუსტიციის სახლის სერვისების გაცემა არ წყდება.
სერვისები დაიყოფა ორად – საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება.
1. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში: აღსრულების ეროვნული ბიურო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 9:00საათიდან;
2. იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრის, თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე მუშაობის რეჟიმის შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.
3. მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია დედაენის ბაღში არსებული სერვისცენტრიდან 9 საათიდან 21 საათამდე.