კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ტელეკომპანია “სამეგრელო”, რომელიც ფლობს სამაუწყებლო ლიცენზიებს ქ. ზუგდიდში და ქ.სენაკში, 2013 წლის 4 ივლისიდან, 132 დღის განმავლობაში არ ახორციელებდა მაუწყებლობას. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად კი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.
_ სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ‘სამეგრელოს’ სამაუწყებლო ლიცენზიების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, _ განმარტავენ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის პრესსამსახურში.