მისი განცხადებით, მათთვის ხელმიუწვდომელია, რა ახალი ცვლილებები შევიდა კანონპროექტში და საკომიტეტო სხდომებს ელოდებიან.
“სეპარატიზმის საფრთხის საშიშროებას ვერ ვხედავთ და ვემხრობით თვითმმართველი ქალაქების გაზრდას. ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ცვლილებების შესვლის შემდეგ პროექტი და ველოდებით საკომიტეტო სხდომებს. წინა ხელისუფლების დაწყებულია თვითმმართველი ქალაქების რიცხვის გაზრდა. გაუგებარია, რა საბჭოებზეა ლაპარაკი, რა ხარჯები დასჭირდება ამ პროცესს. გუბერნატორის ინსტიტუტი დატოვეს და გუბერნატორი ინიშნება პრემიერის მიერ, რომელიც იქნება ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ გვინდოდა გუბერნატორიც არჩევით ყოფილიყო, ის საბჭოებიც, რომელიც იქმნება გუბერნატორის ინსტიტუტთან, ესეც ხომ ძველი მოდელია. ყველა გამგებელი ფაქტობრივად, წარმოადგენდა საკონსულტაციო საბჭოს, რომელთანაც ყოველთვის ხდებოდა კონსულტაციები”.
ოჩიაური აცხადებს, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ყოველთვის ხდებოდა თვითმმართველობების როლის გაძლიერება. მან ხაზი გაუსვა მერის არჩევნებს და აღნიშნა, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დროს მოხდა მერის დანიშვნიდან პირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა. ოჩიაური აცხადებს, რომ თუ თვითმმართველი ქალაქები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება, მცხეთა-მთიანეთში 15 000-მაცხოვრებლიანი ქალაქი არ მოიძებნება.
“თუ თვითმმართველობის სტატუსი იმ ქალაქებს მიენიჭებათ, სადაც 15000 მოსახლეა, ასეთი ქალაქი ჩემს რეგიონში არც არის. მცხეთას აქვს ისტორიული სტატუსი და ამიტომ, შეიძლება გახდეს თვითმმართველი ქალაქი. კიდევ ერთი საკითხი – თუ ახალი კანონი იქნა მიღებული, საკმაოდ გართულდება არჩევნების ჩატარება, უბრალოდ დროის თვალსაზრისით შეუძლებელია განსაზღვრო სტატუსი, საზღვრები, არჩევნების ჩატარების ფორმა”.