ავტომატიზირებული სისტემა ერთიანი მართვის პუნქტიდან იმართება, რომელიც “112”-ის შენობაში მდებარეობს. ამჟამად მართვის პუნქტიდან ვაკის რაიონში მდებარე 19 შუქნიშანი იმართება. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და წლის ბოლომდე მართვის პუნქტთან მიერთდება საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში არსებული შუქნიშნები. პროექტის განხორციელებით, აღნიშნულ მონაკვეთებში მნიშვნელოვნად შემცირდება სატრანსპორტო საცობები და ავტო-სატრანსპორტო შემთხვევები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved