საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი 35.3%-ია. გასულ წელს აღნიშნული 34.7%-ს შეადგენდა, ხოლო 2010 წელს მთავრობის ვალის მოცულობა 42.4% იყო.
“ჩვენ გადამხდელები ვართ. ამ ვალის გასტუმრება შეიძლება და ამაში საპანიკო არაფერი არის. ამ ბიუჯეტსა და მომავალ ბიუჯეტებსაც შეეძლება ამ ვალების გასტუმრება”, _ ამბობს ონოფრიშვილი.