ოფიციალური ვერსიით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მერლანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 30 000 აშშ დოლარი.
თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ მაგდა პოპიაშვილის თქმით, მერლანი მათთან მუშაობის რაიმე საქმიანობასთან დაკავშირებით არაა დაკავებული.
“იგი ჩვენთან მუშაობის რაიმე საქმიანობასთან დაკავშირებით არ დაუკავებიათ. ჩვენთან მუშაობდა, თუმცა ვერ გაიარა ტესტირება და თვის ბოლოს თავისუფლდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკურსის შედეგები გამოცხადდებოდა”, _ უთხრა “გურია ნიუსს” პოპიაშვილმა.