აქციის მონაწილეებს “სამოქალაქო აქტივობის კლუბიც” შეუერთდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი მამულაშვილის თქმით, ამ აქციით ქართველი ახალგაზრდები სააკაშვილის გასამართლებას მოითხოვენ
“ქართველ ახალგაზრდებს გვინდა 2014 წელს გასამართლდეს სააკაშვილი. დღეს მოვითხოვთ ახალი მთავრობისგან, რომ დაიწყოს სააკაშვილისა და ზოგადად, “ნაციონალური მოძრაობის” საქმეების განხილვა და მათი გასამართლება”, _ აცხადებს მამულაშვილი.
აქციის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ფოტორეპორტაჟს აქციიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.