“ეს საეტაპო მნიშვნელობის არჩევნები იყო ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში. მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა და ნდობის მანდატი, რომელიც გიორგი თევზაძეს, ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულ ზაზა ხატიაშვილთან და მის გუნდთან ერთად, გამოუცხადა ადვოკატთა კორპუსმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
დარწმუნებულები ვართ, რომ გიორგი თევზაძისათვის გამოხატული მაღალი ნდობა ხელს შეუწყობს მის აქტიურ საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი თევზაძე, ზაზა ხატიაშვილთან და მათ გუნდთან ერთად, შეძლებს ადვოკატთა ასოციაციის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი ამოცანების წარმატებით გახორციელებას”, – ნათქვამია კოალიცია “თქვენი უფლებებისათვის” გავრცელებულ განცხადებაში.
(R)