სპექტაკლიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადაეცემა, სწორედ ამ ქველმოქმედების გამო საქართველოს კულტურის პალატამ ბეზრუკოვს მადლობის სიგელი გადასცა.
რუსი მსახიობი საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება და როგორც თვითონ აღნიშნავს, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და დიდ პატივს სცემს ქართველ ხალხს. ბეზრუკოვი აღფრთვანებულია ქართველი მაყურებლითაც.
“ქართველი მაყურებლისგან დიდ სითბოს და ამავე დროს მოთხოვნას ვგრძნობ. სცენაზე მაქსიმალურად დავიხარჯები. საქართველო ემოციებით და იმპულსებით სავსე ქვეყანაა, რუსებიც ასეთები ვართ, ამიტომ თქვენგან ყოველთვის ვგრძნობ ბევრ საერთოს და მიჯაჭულობას”.
მსახიობი სურვილს გამოთქვამს, რომ კიდევ ეწვიოს საქართველოს და შემდეგ ჩამოსვლაზე ქართველ მაყურებელს პუშკინის შემოქმედება მისეულად გააცნოს.
ბეზრუკოვი ქართველმა მაყურებელმა კარგად გაიცნო სერიალით “ბრიგადა” და ფილმით “ბედის ირონია 20 წლის შემდეგ”. მსახიობი საქართველოს დედაქალაქში ორი დღე დარჩება. ის სპექტაკლამდე და მის შემდეგაც მეუღლესთან ერთად თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას გეგმავს.
საქველმოქმედო საღამო ფილარმონიაში 20 საათზე დაიწყება.