“გამოძიება თბილისის მერ გიორგი უგულავას ჯამში ედავება საბიუჯეტო ასიგნებებიდან თბილისის მერიისთვის გამოყოფილი 70 მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გიორგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, დედაქალაქის მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ვინაიდან აშკარაა თბილისის მერის მხრიდან იდენტური სქემით დროის სხვადასხვა მონაკვეთში და განსხვავებული პირადი, ანგარებითი მოტივით დანაშაულის ჩადენის ფაქტები. შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უგულავა შესაბამისი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, კვლავ გამოიყენებდა მის მიერ დაკავებულ თანამდებობას საბიუჯეტი სახსრების საკუთარი მიზნებით გამოსაყენებლად.
საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უგულავსათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფრდების გადაწყვეტილეას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს,” _ განაცხადეს პროკურატურაში.
გარდა ამისა, პროკურატურამ უგულავა მოწმეების მიმართ გამოთქმულ მუქარაში დაადანაშუალა და გააფრთხილა, რომ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმებაზე იფიქრებს.