“ჩვენ აღნიშნულ განჩინებებს გავასაჩივრებთ. მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო ზეპირი მოსმენის გარეშე. ვინაიდან ლეგიტიმაციის ხარისხი მაღალი უნდა ყოფილიყო”, _ აცხადებს გელხაური.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ასევე, პარტია სხვადსხვა მეთოდების გამოყენებას გეგმავს. უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ გაკეთდება განცხადებები ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმასაც მოძრაობა დაგეგმავს. სწორედ უახლოესი გეგმა გააცნო საზოგადოებას უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა. მისი ინფორმაციით პარტია საპარლამენტო საქმიანობის გარდა სხვა მეთოდების გამოყენებასაც იწყებს და პირველი შეკრება შაბათს, თბილისში ჩატარდება,
“მოვიდა დრო გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს იმ მოვლენებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩვენ ვაპროტესტებთ მთავრობის მიერ ოპოზიციის დევნას. შაბათის შეკრება და ყველა სხვა შეკრება, რომელიც მომავალში ჩატარდება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი და გავაცნობთ საზოგადოებას”, _ განაცხადა გაბაშვილმა.