“მე მესმის ამ კრიტიკის საფუძველი. ამიტომ მინდა მოვისმინოთ არგუმენტები. გვქონდა დათქმა, რომ ამ პერიოდში მოხდებოდა შესაბამისი მეთოდოლოგიით გამომძიებლების, პროკურორების, შესაბამისად იმ პირების მომზადება, რომლებიც შეიძლება იყვნენ მონაწილე ამ ახალი პროცედურით, სისხლის სამართლის წარმოების პროცესში. ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო იუსტიცის სამინისტროს მხრიდან, ტრენინგების ჩატარება. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მიზეზები ჩატარდა თუ არ ჩატარდა, რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორი და რა არის ის არგუმენტი. რომლითაც საბუთდება ეს მოთხოვნა. ჩვენ თუ ამ არგუმენტებს ვერ მოვისმენთ ძალიან რთულია წინასწარ რაიმეს თქმა”, _ განაცხადა საპარლამენტოპ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო დამაჯერებლი არგუმენტები თუ რატომ მოითხოვენ ამ ვადის გადაწევას და ნორმის მოგვიანებით ამოქმედებას.
“გვაქვს შეკითხვები აქამდე რა განხორციელდა, გარდა ამისა, ერთი-ერთი არგუმენტი არის ის, რომ საერთოდ ეს მოდელი რამდენად მისაღებია, იმიტომ რომ საჭიროებს გააზრებას, რადგან პროცესუალურად ეს შეიძლება იყოს გამოძიებისთვის და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის შემაფერხებელი. მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, ამიტომ. წარმომდგენის მხრიდან მაინტერესებს უფრო დამაჯერებლად მოვისმინო ეს გადავადებაზე არგუმენტები.”