“იმ ქრისტიანების სახელით, ვინც დღეს შობას ზეიმობს და ვისაც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შობა არ მიულოცა, მინდა პრეზიდენტს მივულოცო მაცხოვრის შობის დღესასწაული და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში.
დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა მრჩეველი, რომელიც მას აუხსნიდა, რომ 25 დეკემბერი მარტო “კათოლიკეების შობა” კი არ არის, არამედ მთელი პროტესტანტული სამყაროსი და ასევე, მართლმადიდებელთა დიდი ნაწილისაც (ცხადია რუსეთისა და საქართველოს გამოკლებით).
საქართველოში 25 დეკემბერს შობას ზეიმობენ ქართველი კათოლიკეები და პროტესტანტები. თბილისის მერმა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში უკვე დაამკვიდრა რელიგიური მრავალფეროვნების ზეიმის ტრადიცია. ამის ნიშნად, შობა ღამის წირვაზე იგი, კათოლიკეების გარდა, ეწვია ქართველ პროტესტანტებსაც (მშვიდობის კათედრალს – ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია და ორმოცდაათიანელთა ტაძარს). ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშს გაუწევენ და დააფასებენ ქვეყნის რელიგიურ მრავალფეროვნებას.
შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ცხოვრება ხომ უამრავი ასეთი დეტალებსგან შედგება, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ადამიანმა!?” _ აცხადებს მალხაზ სონღულაშვილი.