გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე”-ს მიერ წარმოებული: ძეხვები: “ვაკე სერველადი” და “პაპრიკა”, სოსისები: “ვაკე ივერია კოლაგენში” და “ვაკე საგაზაფხულო”, “საგაზაფხულო” სარდელი “შპიკი”;
შპს “მადიანის” მიერ წარმოებული: ძეხვი “მადიანი სუფრული”, სოსისები: “სპეცი”, “ივერია”, “მადიანი საბავშვო”, “გურმანი”, “ჰანოვერი”, “საბავშვო”;
შპს “ვერძის” მიერ წარმოებული: ძეხვები: “ტეხურა”, “კრაკოვური”, “მოყვარულთა”, “დელიკატესური”, “მონადირული”
სოსისი “ტეხურა”, ნახევარფაბრიკატი ქაბაბი და გუფთა, თვითღირებულების შემცირების მიზნით, ხშირ შემთხვევაში დამზადებულია წყლისა და სახამებლის დადგენილ ნორმებზე მეტი რაოდენობის შერევით, ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზით არის ფალსიფიცირებული, მოხმარებისათვის უვარგისი და სტანდარტებთან შეუსაბამო.
ასევე, რიგ სახეობებში აღმოჩნდა სანიტარული წესებითა და ნორმებით დადგენილზე მეტი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების (კოლიფორმები) რაოდენობა.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის I ნაწილით რაც ითავალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მომავალშიც უმკაცრესად გააკონტროლებს ხორცპროდუქტების ფალსიფკაციის ფაქტებს.