“სერიოზული ზეწოლები იქნება სავარაუდოდ და ამისთვის სერიოზულად ვემზადებით. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ, რათა არ მოხდეს ჩვენს საგარეო კურსსა და პრიორიტეტებთან მიმართებაში რაიმე გავლენა რუსეთის ფედერაციასთან მხრიდან”, _ აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს ჟენევის ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო.
“როგორც ცნობილია, ყოველწლიურად იმართება მოლაპარაკების 4 რაუნდი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან (რაც ორკესტრირებული იყო რუსეთის ფედერაციის მიერ) იყო მცდლეობები მომხდარიყო ჟენევის ფორმატის დაკნინება და გარკვეულწილად რაუნდების შემცირებაც კი, ჩვენი ძალიან მყარი და მკაფიო პოზიციის შედეგად მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ, როგორც ფორმატი, ისე რაუნდების რაოდენობა და წლის განმავლობაში 4-ვე რაუნდი ჩატარდა. ეს არ იყო ადვილი წელი. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ორი რაუნდი, რომლის დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები ფორმატის დაკნინებას და მათი სტატუსის აწევას ცდილობდნენ და ამის გამო ვერ მოხერხდა კონცენტრაციის ძირითად საკითხებზე გაკეთება. უკვე მესამე-მეოთხე რაუნდებზე იყო ძირითადი აქცენტი გადატანილი მთავარ თემებზე, მათ შორის ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე, რაც გამოხატულია მავთულხლართების დამონტაჟებაში”, _ განაცხადა ზალკალიანმა.