გარდაცვლილთა ოჯახებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. შონია აბაშაში რამინ ცომაიას, ბესარიონ ცომაიასა და მამუკა გაბელაიას ოჯახებს ესტუმრა და მიუსამძიმრა, შემდეგ სენაკში ჩავიდა და მალხაზ გერსამიას ოჯახს გამოუცხადა თანაგრძნობა. გუბერნატორმა ზუგდიდში ლევან ჭითაშვილის ოჯახი მოინახულა და მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო.
როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, გარდაცვლილებს კვირის ბოლოს დაკრძალავენ და ხარჯებს მთლიანად გუბერნია დაფარავს.
გავრცელებული ინფორმაციით ორი მოწამლული ისევ სტაციონარში იმყოფება.