“ყაზტრანსგაზმა” ეს ფაქტი მართლაც გუშინ აღმოაჩინა. რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენდა სამწუხაროდ ეს რეალობაა. ვერაფერს ვიტყვი კონკრეტულად სააკაშვილმა იცოდა თუ არა ამის შესახებ რამე. როდესაც ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მოიხმარონ უკანონოდ ბუნებრივი აირი და ამ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სჩადის ამას, რაღა თქმა უნდა მიუღებელია”, _ განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
“ყაზტრანსგაზის” განცხადებას ხელისუფლების მხრიდან მორიგი სულელური ბრალდება უწოდეს “ნაციონალურ მოძრაობაში” და განაცხადეს, რომ თემა იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე სერიოზული რეაგირება წარმოუდგენელია.
“არც არავის გაუკვირდეს, თუ უახლოეს დღეებში იტყვიან ადმინისტრაცია გვერდით მდებარე საცხობიდან ელექტროენერგიას იპარავდაო”, _ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.