ფსიქოტროპული მედიკამენტების ფარულად დაუფლების ფაქტზე, სისტემიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ს.ყ. აღნიშნული პირი დროის სხვადასხვა პერიოდში, სამედიცინო ნაწილიდან იპარავდა ფსიქოტროპული მედიკამენტის, “გაბაგირის” აბებს და და სიგარეტისა და შოკოლადების სანაცვლოდ გადასცემდა მსჯავრდებულ კ.მ-ს.
ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ზ.ბ. იმავე მიზეზით, სამსახურიდან გათავისუფლდა N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი კ.გ, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.