აღნიშნული თანხა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიმართულებების გასაუმჯობესებლად:
• ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების გასაუმჯობესებლად და დაკვირვების სადგურების ავტომატური აღჭურვილობის განახლებისთვის;
• ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების პარამეტრებზე დაკვირვების აპარატურის შესაძენად;
• ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო აღჭურვილობისა და წყლის ხარისხისა და ნიადაგის გამოსაკვლევი აპარატურის გასაუმჯობესებლად.
არასაპროექტო გრანტის გამოყოფის შეთანხმებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური დაესწრნენ. კერძოდ, შეთანხმებას და თანდართულ დოკუმენტაციას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ხოლო იაპონიის მხრიდან – საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.
აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში რიგით მეშვიდეა. 1997-2010 წლებში ამ საგრანტო პროექტიდან საქართველოსთვის გამოიყო 3,58 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.