“გამოძიების კითხვები უკავშირდება იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც შეისწავლება, როგორც ალექსანდრე გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, ასევე, ამ დანაშაულის საქმეზე ჩატარებული გამოძიების კანონიერება.
ვინაიდან, დასაზუსტებელია რომ 2006 წლის 28 იანვარს, “შარდენ ბარში“ განვითარებული მოვლენები წინ უსწრებდა და უშუალოდ დაკავშირებულია გირგვლიანისა და ბუხაიძის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან, საჭირო გახდა დანაშაულის ჩადენის დღეს, ზემოაღნიშნულ ბარში, სხვა პირებთან ერთად მყოფი თამარ სალაყაიას მოწმის სახით დაკითხვა.
განახლებული გამოძიების ფარგლებში თამარ სალაყაია იკითხება პირველად”, _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved