როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, იქ, როგორც მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ისე იმყოფებოდა.
_ ბატონო გიგი, დღეს ვანო მერაბიშვილმა რუსი აგენტების გვამებზე საუბრით ახსნა მისი ბრძანების შინაარსი. თუ ასე იყო, მაშინვე რატომ არ გახმაურდა ეს ფაქტი?
_ ეს შეკითხვა მე ნამდვილად არ მეხება…
_ თქვენ იქ იყავით და იმიტომ გეკითხებით. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა მოხდა და რატომ გაიცა მაშინდელი მინისტრისგან მოთხოვნა “ორი გვამის” შესახებ?
_ ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. მე ნამდვილად ვიყავი იქ, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც ეს სავარაუდო სიტყვიერი ბრძანება გაიცა.
_ თქვენთვის, როგორც სამხედრო პირისთვის, მისაღებია, როცა ადამიანების ლიკვიდაციის ბრძანება ასე პირდაპირ, პრემიის დაპირებით გაიცემა?
_ მე ვერც ვანოს ადვოკატად გამოვდგები და არც პროკურორად. ასე რომ, ეს კითხვები სხვა ადრესატს დაუსვით, _ გვიპასუხა გიგი კალანდაძემ.