_ შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგია; კანონპროექტი პოლიციის შესახებ; პოლიციის ახალი ფორმა. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეიდან საპატრულო ეკიპაჟები და პატრულ- ინსპექტორები სამხრე ვიდეო კამერებით აღიჭურვებიან, საპატრულო ავტომანქანაზე ვიდეო რეგისტრატორები დამაგრდება.
როგორც სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, ვიდეო კამერები, ვიდეო რეგისტრატორები საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისთვის გამოიყენება. რაც ადამიანის უფლებების დაცვის სააიმედოობისთვისაა. ვიდეო კამერების გამოყენების შესახებ მოქალაქე დაუყონებლივ იქნება ინფორმირებული. კამერების ჩანაწერის გამოყენება შესაძლებელი იქნება ორივე მხარისთვის საკუთარი სიმართლის დასადგენად.
დღეს, ასევე, გაიმართა შსს ახალი ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისთვის დამონტაჟებული კამერების სამეთვალყურეო პროგრამის პრეზენტაცია.
შსს პოლიციის დღისადმი გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მინისტრთა კაბინეტი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები _ ლატვიის რესპუბლიკის შსს საქმეთა მინისტრი, რიჰარდ კოზლოვსკი; ბელორუსიის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ შუნევიჩი; სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე ხუნანა პოღოსიანი; აზერბაიჯანული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, ჯავანშირ გაჰრამან ოღლი მამედოვი; რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დორუტუ დუმიტრესკუ; კატარის შინაგან საქმეთა მინისტრის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი ნასერ ჯაბორ ალ ნუამი.