“ჩვენ აღშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის მიმართ, რომ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდაქტიკური ტონით გამოეხმაურა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში ახსნა–განმარტებისთვის დაიბარა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს მორალური და იურიდიული უფლება იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩარევა მოახდინოს, მითუმეტეს ისეთი საკითხის გარშემო როგორიც ჰომოსექსლუალიზმის პროპაგანდაა.
საქართველოს და ქართულ საზოგადოებას ჰოლანდიელებისგან განსხვავებით აქვს სხვა ღირებულებები და ფასეულობათა სისტემა. ამიტომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ადათ–წესებს, ტრადიციებს და მრწამსს, რომელიც ვერასდროს ვერ იქნება კონფორმისტულად განწყობილი გარყვნილების პროპაგანდასთან. ჰოლანდიის მთავრობის მსგავსი განცხადება ნამდვილად არ ჯდება პლურალიზმის და ტოლერანტობის ჩარჩოებში, არამედ წააგავს იდეოლოგიური ოკუპაციის ძალადობრივი გზით განხორციელებას“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის აქცია ჰოლანდიის საელჩოსთან, დღეს, 12 საათზე დაიწყება.