https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური დახმარების პაკეტის ანალიზი

9:05; 29.05.2013
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

აღნიშნული ნორმატიული აქტით გაუქმებული იქნა საკრებულოს მიერ 2011 წლის 2 მარტს მიღებული ანალოგიური სახელწოდების მქონე ძველი წესი.

ხსენებული წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან “სოციალური დაცვის” მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარებების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად, სახელმძღვანელო პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ, გასულ წელს მოქმედ პროგრამებთან შედარებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი მოსახლეობისათვის შეთავაზებულ სოცპაკეტს 2013 წელს დაემატა კიდევ: “ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა” და “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მრავალშვილიანი და ლტოლვილის სტატუსის მქონე აღსაზრდელთა გადასახადისაგან განთავისუფლების პროგრამა”; გარდა ამისა, გარკვეული მოდერნიზაცია განიცადა და კომპლექსური ხასიათი შეიძინა “მოქალაქეთათვის სამედიცინო მომსახურების პროგრამამ”, რომელშიც, ფაქტიურად, დამოუკიდებელი მნიშვნელობის ოთხი პროგრამა გაერთიანდა: “მშობიარეთა თანადაფინანსების პროგრამა”, “18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადფინანსების პროგრამა”, “უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა” და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების წინაშე მყოფ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა. მკითხველს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი სოციალური დახმარება ორი სახისაა: ფულადი და არაფულადი.

ფულად სოციალურ დახმარებებში შედის: ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება; ბ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება; დ) სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება; ე) ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა; ვ) მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა; ზ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა; თ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება; ი) ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობი საშუალებებით დაკმაყოფილების პროგრამა. ამათგან მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო ფულადი სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.

არაფულადი სოციალური დახმარებები მოიცავს: ა) უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა; ბ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა; დ) ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა; ე) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მრავალშვილიანი და ლტოლვილის სტატუსის მქონე აღსაზრდელთა გადასახადისაგან განთავისუფლების პროგრამა.

“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა” შეისწავლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი სოცპაკეტის ფარგლებში დახმარებების გაცემის კუთხით მიმდინარე წელს არსებული მდგომარეობა, რომლის გაანალიზების შედეგად, შეიძლება შემდეგი ძირითადი, მნიშვნელოვანი მომენტები გამოიყოს:

1) დავიწყოთ სოცპაკეტის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხით. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს სოციალური მომსახურების პაკეტის დაფინანსებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტის დამოკიდებულების დინამიკისთვის თვალყურის მიდევნება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ “სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ 2010 წელს (ეს ადგილობრივი არჩევნების წელი იყო) 813.8 ათ. ლარით იქნა დაფინანსებული (აქედან სოციალურ უზრუნველყოფაზე 746.5 ათ. ლარი დაიხარჯა), 2011 წელს (რომელიც “არასაარჩევნო” წელი იყო) _ 773.4 ათ. ლარით დაფინანსდა (საიდანაც სოციალურ დახმარებებზე ფულადი ფორმით 684.5 ათ. ლარი გაიცა), 2012 წლისთვის (ეს საპარლამენტო არჩევნების წელი იყო) ადგილობრივი ბიუჯეტის ეს მუხლი _ 1000.1 ათ. ლარით იქნა დაფინანსებული (აქედან სოციალურ უზრუნველყოფას 878.9 ათ. ლარი მოხმარდა), ხოლო 2013 წლის (რომელიც, მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების წელია) გეგმა კი 2013 წლის 20 მაისის მდგომარეობით _ 1425.2 ათ. ლარს შეადგენს, საიდანაც სოციალურ უზრუნველყოფაზე 1252.2 ათ. ლარია გათვალისწინებული.

როგორც ვხედავთ, ტენდენცია საკმაოდ ნათლად იკითხება: ხელისუფლება (ადგილობრივიცა და ცენტრალურიც) “საარჩევნო წლებში” უფრო გულუხვი, ხელგაშლილი და “ხალხზე მზრუნველი” ხდება, ვიდრე “არასაარჩევნო” წელს. იმაზე, თუ რისი ბრალია ეს, შესაბამისი დასკვნის გკეთება თავად მკითხველისთვის მიგვინდვია.

2) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც პირველ რიგში ხდება თვალს, _ ის გახლავთ, რომ მოსახლეობის ინფორმირების დონე სოციალური დახმარებების პროგრამისადმი მკვეთრად დაბალია (როგორც წესი, დახმარების მისაღებად გამგეობაში ყოველ წელს, ძირითადში, ერთი და იგივე პირები დადიან); მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ინტერესი მსგავსი პროგრამისადმი ძალზე დიდია, ადგილობრივ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, არცკი უცდია ზემოაღნიშნული წესის ადგილობრივ პრესაში (ან მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სხვა საშუალებების გამოყენებით) გამოქვეყნება და მის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება. ყოველივე ამის ლოგიკურ შედეგად ვღებულობთ, რომ სოციალური პროგრამების შესახებ მოსახლეობა არაინფორმიირებულია, არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას ამ პროგრამების შესახებ; ზოგადად, მოსახლეობამ იცის, რომ მივა გამგეობაში, განცხადებას დაწერს და შეიძლება რაღაც დახმარება მიიღოს; ანუ გამგეობისადმი მოსახლეობის მიმართვებს სტიქიური და უსისტემო ხასიათი გააჩნია.

3) სოციალური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის შემთხვევაში მათ გასაცემად კვლავ შენარჩუნებულია ე.წ. “ქულობრივი” კრიტერიუმი, რაც იმას გულისხმობს, რომ სოციალური დახმარების მაძიებელი პირის ოჯახი აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მის ოჯახს მინიჭებული უნდა ჰქონდეს გარკვეული მოცულობის სარეიტინგო ქულა. მაგალითად, იმისათვის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ოჯახმა, მშობიარეთა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მიიღოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ახალშობილის შეძენის გამო, დამატებით კიდევ ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: პირველი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მეორე, ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 70.000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 150.000-ს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. “ქულობრივი” კრიტერიუმის შემოღებამ, მნიშვნელოვანწილად, შეამცირა სავარაუდო ბენეფიციართა რიცხვი, თუმცა, თავისთავად, ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი მიდგომა მაინც გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს.

4) სამწუხაროდ, სოციალური დახმარების გაცემის ახალ წესში ასახული არ არის გამჭვირვალობის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა კომპეტენტური უწყების (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის) მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განმხილველი შეხვედრის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის (ადგილი, დრო, თარიღი) წინასწარ გამოქვეყნება, დადგენილი წესით. მეტიც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების ახალ წესში საერთოდ ამოღებული და გაუქმებული იქნა ძველი “წესის” 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ “საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა”. შესაბამისად, ახალი “წესი” მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ ზემოთ აღნიშნული “სამსახური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით” (იხ. მუხ. 20.1). პრინციპში, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კანონთან შესაბამისობაშია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამით, პრაქტიკულად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთლიანად მოიხსნა სოციალური დახმარებების გაცემის საკითხის გადაწყვეტისას გამჭვირვალობის დაცვის შესაძლებლობის ის მინიმალური, თუნდაც სუსტი მოთხოვნა, რასაც ძველი “წესი”, ფორმალურად, მაინც ითვალისწინებდა.

5) ზოგიერთი პროგრამის შემთხვევაში (მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-1993 წლებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარება, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება, სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება, 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადფინანსების პროგრამა) თავად სოციალური დახმარების გაცემის წესში არ არის განსაზღვრული, სოციალური დახმარების სახით, გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა, რაც, უდავოდ, ამ დოკუმენტის ხარვეზად შეიძლება იქნას შეფასებული, რამეთუ ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს სუბიექტივიზმის გამორიცხვას მათი გაცემის საკითხის გადაწყვეტისას.

6) კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ სოციალური დახმარების ზოგიერთი სახე (მაგალითად, ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა) ნაკლებად არის სოციალური შინაარსის მატარებელი და სოცპაკეტში მისი ცალკე მუხლად გამოტანა ნაკლებად გამართლებულია, რამეთუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანდაზმული (კერძოდ, 100 წლისა და მეტი ასაკის) პირები ძნელად თუ შეიძლება რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ჯგუფში დააჯგუფო და გააერთიანო. ამასთან, 100 წელზე მეტი ასაკის პირები თანაბრად შესაძლებელია სოციალურად დაუცველ ოჯახებშიც ცხოვრობდეს და სოციალურად დაცულ ოჯახებშიც. მიგვაჩნია, რომ უფრო გამართლებული და მიზანშეწონილი იქნება, თუკი მსგავსი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე აქციის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა მუხლიდან მოხდება.

7) და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 20 მაისის #1065 წერილიდან ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის დახმარების მოთხოვნის შესახებ განცხადებით 1691-მა ადამიანმა მიმართა; აქედან მხოლოდ ამ განცხადებების 66,7% (2251 განცხადება) დაკმაყოფილდა. შემოსული განცხადებების მეტი წილი (667 განცხადება), ტრადიციულად, შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაზე მოდის (რაც გამგეობის სოციალურ სამსახურში შესული განცხადებების ჯამური რაოდენობის 39,4%-ს შეადგენს). საინტერესოა ასევე სტიქიური და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებული ფაქტობრივი მონაცემი: როგორც ირკვევა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ 3 ოჯახს ერიცხება ყოველთვიურად 100 ლარის თანხა ბინის ქირის სახით; “მშობიარეთა თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში დაკმაყოფილებული იქნა 55 განცხადება; “შეჭირვებულ ოჯახებზე შეშის შეძენის ხარჯების” სახით ერთჯერადი ფულადი დახმარება 245 ოჯახზე გაიცა; “უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამის” ფარგლებში დადებითი გადაწყვეტილება 72 გადაწყვეტილების მიმართ იქნა მიღებული და ა.შ.

ასეთი გახლავთ ის ძირითადი, მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყოს და აღინიშნოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების პაკეტისა და მათი გაცემის საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად.

 

ირაკლი პაპავა, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი

ამ სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საშუალებით გაწეული დახმარებით. ნაშრომში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27 თებერვალი, 2026
ფინანსები

რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია”

12:34; 27 თებერვალი, 2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 თებერვალს – ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

10:08; 27 თებერვალი, 2026
ფინანსები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:20; 26 თებერვალი, 2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25 თებერვალი, 2026

"იძულებული გავხდი, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორობას დავთანხმებოდი"

გამოუცდელობის თუ უცოდინრობის გამო ატეხილი ხმაური აბაშის საკრებულოში

ყველა სიახლე

საზოგადოება

უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

8:18; 28.02.2026
სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო