ასევე აგროინდუსტრიის ტრენდებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების თაობაზე. მოცემული კონკურსი გამოავლენს შეჯიბრების მთავარ თემაზე მომზადებულ საუკეთესო მედია პროდუქციას (საგაზეთო სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე და რადიო სიუჟეტი და სხვ.).
კონკურსის დამთავრების შემდეგ დაჯილდოვდება 9 გამარჯვებული 4 სხვადასხვა კატეგორიაში:
I პრემია – 1500 ლარი (1 ადგილი)
II პრემია – 500 ლარი (3 ადგილი)
III პრემია – 200 ლარი (5 ადგილი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ მედია საშუალებაში უკვე გამოქვეყნებული საკუთარი ნამუშევრის 2 ასლი კომპანია „ჯეპრაში“ ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან ადგილზე მიტანით. (ქ. თბილისი, გრიბოედოვის 12, ტელ: 2 99 54 52; maia@gepra.ge) გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 15 სექტემბერს
„თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში“ მედიაკონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მის ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს შემდეგი წევრებისაგან შემდგარი ჟიური:
• ზვიად ქორიძე – მედიაექსპერტი
• რუსუდან ვაშაკიძე – მედიაექსპერტი
• ირაკლი ლექვინაძე – ეკონომიკის ექსპერტი
• დავით თამარაშვილი – სოფლის მეურნეობის ექსპერტი
კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალების განხილვისას, ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი სახის კრიტერიუმებით:
• ჟურნალისტური ოსტატობა (ორიგინალური ტექსტი, კრეატიული გადაწყვეტა, გზავნილების გასაგებად წარმოდგენა) – მაქსიმუმ 10 ქულა
• გამოქვეყნების სიხშირე – მაქსიმუმ 5 ქულა
• კონკურსის ფარგლებში მომზადებული მედია მასალების რაოდენობა – მაქსიმუმ 5 ქულა
• კონკურსის თემასთან („თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში“) შესაბამისობა – მაქსიმუმ 10 ქულა.
(R)