_ გაიზრდება ფასი და მოწევა აიკრძალება სხვადასხვა საჯარო ადგილებსა და დაწესებულებებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ რეგულაციის თანახმად, თამბაქოს რეკლამირებაც აიკრძალება.
“თამბაქო არის საშიში, სტატისტიკური მონაცემები არის ცუდი. ჩვენ უნდა შევამციროთ მწეველთა რიცხვი _ შეიზღუდება მოწევის ადგილები. აქამდე არსებული რეგულაციით, სკოლებსა და ბაღებთან 50 მეტრზე ახლოს არ შეიძლება თამბაქოს რეალიზაცია, ჩვენს მიერ შემუშავებული რეგულაციით კი მანძილი გაიზრდება. გაიზრდება თამბაქოს ფასი, აიკრძალება ყველა სახის რეკლამა. კონცეფცია მზად არის, დეტალებს უნდა დამუშავება და ამის შემდეგ პარლამენტს კანონპროექტის სახით წარედგინება.
კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო, თავად ჯანდაცვის მინისტრი, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა. შ. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს,” _ განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.