გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თანამზრახველებთან ერთად შეურცხყვეს რამდენიმე საფლავი, მათ შორის მიმდინარე წლის 24 მაისს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავიდან ფარზე დამაგრებული ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი მოხსნეს.
დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად მიცვალებულისადმი უპატივისმცემლობას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწიენს. დანაშაულში მხილებული სხვა პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.