_ ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ჩატარდეს კონფერენცია და ყველას მიეცეს საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს, იმიტომ რომ ზეწოლა სასამართლოზე ძალიან დიდია. იუსტიციის მინისტრი არ ერიდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კრიტიკას და პოლიტიკური განცხადებების კეთებას. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლეებზე არის სხვადასხვა სახის ზეწოლა. გუშინ, ქალაქ თბილისის სასამართლო საუბრობდა იმ ზეწოლაზე, რომელიც პროკურატურიდან განხორციელდა ერთ-ერთ საქმეზე.
ჩვენ გვახსოვს, რომ მოსამართლის თანაშემწეს ფარულად იწერდნენ და უყურადებდნენ იმისთვის, რომ მას ინფორმაცია მიეტანა თავის უფროსზე. ვგულისხმობ, როცა მას პირადი ცხოვრების ჩანაწერით აშანტაჟებდნენ იმისთვის, რომ სასამართლოზე ინფორმაცია მიეტანათ.
ზეწოლა მართლაც დიდია და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და სხვები ძალიან აქტიურად ახორციელებენ ზეწოლას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სასამართლოს სისტემას მაინც მიეცემა საშუალება თავისუფლების. _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს გოკა გაბაშვილმა.