ღონისძიების ორგანიზატორი იყო ასოციაცია “ათინათი”, ღონისძიება გაიმართა სასტუმრო “ენგურში”. სასტუმროს ფოიეში მოეწყო ნახატებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დარბაზში კი საკონცერტო პროგრამით მიესალმნენ დევნილებს და მოწვეულ სტუმრებს. კონცერტში მონაწილეობდნენ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეები, მებონიების მომღერალი ოჯახი და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული პროექტ “ნიჭიერში” გამარჯვებულ ვანო ფიფია.
დავით ფაცაციასთან ერთად, დევნილებს ესტუმრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსის ფინალისტები. მათ სერთიფიკატები და მცირედი საჩუქრები გადაეცათ. საჩუქრები მიიღეს ფოცხო ეწერში ჩასახლებულმა დევნილებმაც _ მათ დავით ფაცაციამ საჩუქრად გადასცა დევნილთა და განსახლების სამინისტროდან გამოგზავნილი პირველადი მოხმარების ნივთები.
დღის მეორე ნახევარში პოლიტსაბჭოს წევრი ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეწვია ქალაქ წალენჯიხის №2 საბავშვო ბაღს, ესაუბრა ბაღის გამგეს, აღმზრდელს და დაათვალიერა საბავშვო ბაღის ოთახები. ამის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები ზღვაიას ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
მთელი დღის განმავლობაში პატარებს ურიგდებოდათ ნაყინი და ტკბილეული.