ადგილზე თვიმხილველების მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია და ჩვილი გადაყვანილი იქნა ლანჩხუთი ,,ადითის” საავადმყოფოში.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ახალშობილს აქვს გენეტიკური დაავადება, მოკლე და დეფორმირებული ქვემო კიდურები. მას სოცუზრუნველყოფის აგენტმა უკვე შეურჩია სახელი და გვარი _ ნ. ნ. ბავშვი მოთავსებულია გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასინჯულ იქნა მიკროპედიატრის მიერ. ჩაუტარდა ყველა კვლევითი პროცედურა, რაც “ადითის” პირობებშია შესაძლებელი. პათოლოგია არ აღენიშნება. ახალშობილი არის მედპერსონალის ყურადღების ქვეშ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
ექიმ ქეთევან ლიპარტელიანის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში დარჩება 4 დღე, როგორც ყველა ახალშობილი, ჩაუტარდება ყველა კვლევითი პროცედურები _ სადიაგნოსტიკო და საპროფილაქტიკო, ამის შემდეგ გაეწერება სოცუზრუნველყოფის აგენტისა და პოლიციის თანხლებით ბავშვთა სახლში.
მომხდარზე 128-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, მუხლი 128 _ “დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება _ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ორასორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
საქმეს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი მიხეილ გვარჯალაძე იძიებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არსებობენ თვითმხილველები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობა არ სახელდება.