საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, "HP"-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, შპს "ჯორჯია"-ს ფაქტობრივი მფლობელი, გია სამხარაძე დააკავა, ხოლო მისი დამხმარე ვერა სამხარაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ გია და ვერა სამხარაძეებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კუსტარულად დაამზადეს 324 ცალი ჭავლური კარტრიჯი და მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, დამზადებული კარტრიჯები შეფუთეს "HP"-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ ყუთებში, ხოლო ზემოხსენებულ ყუთებზე კი სასაქონლო ნიშანთან ერთად დაატანეს "HP"-ს ჰოლოგრამა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.