საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცნობილი ინგლისელი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი ტიმ სევერინი მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა და ტიმ სევერინმა კონფერენციის "არგო 2014" მნიშვნელობაზეისაუბრეს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც იგლისელი მეცნიერი საქართველოს საგანგებოდ ესტუმრა.
საუბრისას მათ "ახალი არგონავტების" 1984 წლის მოგზაურობაც გაიხსენეს, რომლის დროსაცექსპედიციამ სამი ათასი წლის წინანდელი მარშრუტი გაიმეორა. ქვეყნის პირველმა პირმა ინგლისელ მეცნიერს პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერებინა.
ტიმ სევერინი საქართველოში 30 ივნისიდან სტუმრობს და 6 ივლისამდე დარჩება. კონფერენციის "არგო 2014" მუშაობაში მონაწილეობას იგი ინგლისელ, ირლანდიელ, თურქ და ბერძენ ყოფილ არგონავტებთანერთად მიიღებს.
ტიმ სევერინის ექსპედიციამ 1984 წელს ძველი ნახაზებით აგებული ხის გალერით გაიარა ის გზა, რომელიც სამი ათასი წლის წინათ ლეგენდარულმა იასონმა "არგოთი". საბერძნეთის ქ. ვოლოსიდან ეგეოსისზღვის, დარდანელის სრუტის, მარმარილოს ზღვის ბოსფორის სრუტისა და შავი ზღვის გავლით ფოთს (ფაზისი) მიაღწია და იქიდან მდინარე რიონით ქუთაისში (კუტაია) ჩავიდა. ტიმ სევერინის მოგზაურობამდაამტკიცა არქაული ზღვაოსნური საშუალებების გამოყენებით არგონავტების თქმულებაში აღწერილი მოგზაურობის შესაძლებლობა. „ახალმა არგონავტებმა" მაშინ სვანეთიც მოინახულეს, როგორც ლეგენდარულიოქროს საწმისის ადგილსამყოფელი.