კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც შტატები 129 ერთეულით იყო განსაზღვრული, 140 პირი იმუშავებს.
ამას "კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ" მთავრობის ახალი განკარგულება ადასტურებს, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საშტატო რიცხოვნობა გაიზარდა, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მინისტრს ხუთი თანაშემწის მაგივრად, ეყოლება – ექვსი. სამინისტროში შვიდი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ნაცვლად, იქნება – რვა. სამმართველოს უფროსების რაოდენობა 18-დან 20-მდე იზრდება, ხოლო 56-დან 63-მდე იზრდება მთავარი სპეციალისტების რაოდენობა.
ამასთან, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა განსაზღვრულია ოთხი საშტატო ერთეულით (აქედან ერთი პირველი მოადგილეა) და მას ექვსი მრჩეველი ჰყავს.