საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ხალხი, თიანეთის რაიონში, ეს არის მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" მთავარი საბჭოს წევრი, მამუკა აჩბა გამოეხმაურა და განაცხადა:
"თავად თიანეთის მოსახლეობამ გადასარევად იცის, ვინ საიდან მოდის, სად იყო და რა უკეთებია თიანეთისთვის. სწორედ ამის დადასტურებაა არჩევნების ის შედეგი, რომელიც დადგა თიანეთში – "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ექვსი დეპუტატი საკრებულოში და ჩვენი და "ოცნების" გამგებლობის კანდიდატებს შორის მეორე ტური.
ზაქარია ქუცნაშვილს კიდევ ერთხელ ვურჩევთ, თავი დაანებოს რაიონში სუს-ის წარმომადგენლებთან ერთად სირბილს, სახელმწიფო რესურსის გამოყენებას, ფულების დარიგებას და საბოლოოდ შეეგუოს იმას, რომ არჩევნები მეორე ტურში წაგებული აქვს!"