შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, დაიწყო ნატო-სთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
"2002 წლის პრაღის სამიტზე სწორედ შევარდნაძემ შეიტანა განაცხადი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დაწყებაზე. ასევე, შევარდნაძემ მოუპოვა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რომლის მნიშვნელობაც დღეს, უკრაინის კრზისის ფონზე, ასე მკაფიოა.
უნიკალური პროექტების – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის საქართველოზე გატარება სწორედ მისი უშუალო ჩართულობით, ჰეიდარ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგად იქნა მიღწეული. ეს პროექტები საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს და საქართველო უფრო მდგრად პოლიტიკას ახორციელებს", _ განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.