ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული, აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ, სარეველა ბალახი და ანტისანიტარიაა.
შენობა-ნაგებობები დანგრევის პირასაა მისული. ყოფილი საავადმყოფოს შენობა მიტოვებულია. ოთახებში ათეულობით პაციენტის შესახებ ინფორმაცია, სამედიცინო ჭურჭელი და ძველი ინვენტარი ყრია.
როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია ყოფილი საავადმყოფოს შენობა 9 წლის წინ გაიყიდა. მისი მფლობელი ვინმე მიმოზაა, რომელიც 9 წლის მანძილზე არც ერთხელ გამოჩენილა.