საქართველოს ტერიტორიაზე, ალბათ, არსად არ არის ისეთი მოუვლელი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, როგორიც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონა აბასთუმანია.
იგი ბედის ანაბარაა მიტოვებული. არც ადგილობრივი თვითმმართველობასა და არც ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის მეპატრონეებს აწუხებთ იქ არსებული მდგომარეობა.
გაუსუფთავებელი ქუჩები, სადაც სარეველა ბალახი ჰყვავის, პოლიეთილენის ბოთლებითა და ნაგვის ნარჩენებით სავსე მდინარე. ადგილობრივები მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის და იქ არსებული უსუფთაობის გამო საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიას განიცდიან.