"ლეიბორისტული პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მამალაძემ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან, ოზურგეთის მერობის კანდიდატებს ბეგლარ სიორიძესა და შოთა გოგიბერიძეს, თავიანთი კანდიდატურების მოხსნისკენ მოუწოდა.
"პირდაპირ ვაცხადებ, რომ ოზურგეთში ქალაქის მერობაზე მეორე ტური არ იმართება, მეორე ტური იმართება ბიძინა ივანიშვილის მოურავობაზე. ორივე კანდიდატი არის ერთნაირი მსოფლმხედველობის, ერთნაირი მენტალიტეტის, ერთნაირი პოლიტიკური წარსულის. შოთა გოგიბერიძე არის ჩემი მეგობარი და მას პირადად მივეცი რჩევა, რომ მოეხსნა კანდიდატურა. ასევე, მინდა მივმართო ბეგლარ სიორიძეს, ერთი გულწრფელი მეგობარი მაინც არ ჰყავთ, რომ მოხსნათ კანდიდატურა?
მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ თუ ისინი მოხსნიან კანდიდატურას და მოვლენ "ლეიბორისტულ პარტიაში", ერთად ვიბრძოლებთ რიგგარეშე არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვემხობა ეს ქვეყანა თავზე", _ თქვა დავით მამალაძემ.