ცესკოს ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი რეგისტრაციიდან არის მოხსნილი, ამიტომ ის საარჩევნო სიაში არ არის.
როგორც ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ეკა აზარაშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა, სოზარ სუბარი რეგისტრაციიდან ბინის მესაკუთრის განცხადების საფუძველზეა მოხსნილი.
"იმ მისამართზე, რომლის მიხედვითაც სოზარ სუბარს ხმა უნდა მიეცა, ის მიწერილი იყო. ბინის მესაკუთრე არის სხვა, რომლის განცხადების საფუძველზეც სოზარ სუბარი რეგისტრაციიდან არის მოხსნილი. ის არ იყო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადმოგზავნილ სიაში, შესაბამისად, ვერც ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდა. რის გამოც ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს", _ აცხადებს აზარაშვილი.