ამის შესახებ განცხადებას ორგნიზაცია ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავზობთ:
"2014 წლის 13 ივლისს 13 საათზე "ეროვნული ფრონტი" "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს მდუმარე აქციას სახელმწიფო ძალაუფლების უზურპატორის და სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული ცრუ პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამხედრო წესით დაკრძალვის წინააღმდეგ.
მტკიცედ გვწამს, რომ ამ ადამიანის მიერ საკუთარი ერის და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული და ღალატი ნამდვილად არ წარმოადგენს საფუძველს მისი სამხედრო პატივით დაკრძალვისთვის. სახელმწიფო და ეროვნულ მოღალატეებს და დამნაშავეებს სამხედრო პატივით კი არ უდა კრძალავდნენ, არამედ უნდა ასამართლებდნენ.
რა თქმა უნდა, ისტორია თავის პირუთვნელ განაჩენს გამოუტანს ყველა დამნაშავეს, მაგრამ, მაშინ, როდესაც მმართველი რეჟიმი და საერთაშორისო საზოგადოება ცდილობენ ქართველ ერს ცრუ გმირები დაუსახონ და უსამართლობა და განუსჯელობა ცხოვრების წესად აქციონ, ყველა ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი ვალდებულია გამოხატოს თავისი მართალი პოზიცია და ამხილოს უსჯულოება. ვინც არ არის კახაბერი, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად და არც დავუშვებთ, რომ ვინმემ კახაბერად დაგვისახოს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველა ქართველ პატრიოტს მოგიწოდებთ, 13 ივლისს 13 საათზე შევიკრიბოთ "ავლაბრის" მეტროს წინ და ჩვენი მდუმარე აქციით გავაპროტესტოთ ცრუ-პრეზიდენტის სამხედრო პატივით და მთავარსარდლის პატივით დაკრძალვის პროცესია", _ ნათქვამია განცხადებაში