უკვე ცნობილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობა, ის "ქართული ოცნების" დეპუტატი გოგი ხელაძე გახდა.
მან 31 დეპუტატიდან 21 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა კი 9 ხმა, ერთი ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.
"მე ვისურვებდი, რომ ის მცირეოდენი კამათი, რომელიც დღეს იყო საკრებულოზე, ბოლო იყოს. ეს საკრებულო მინდა იყოს გამჭირვალე და ჩვენ ვიყოთ ხალხის სამსახურში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", – თქვა ხელაძემ.
გოგი ხელაძეს პირველად გამარჯვება მისმა კონკურენტმა, ემზარ თევდორაძემ მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.



































































