ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტზე საკრებულოს წევრებმა 21 ხმით, დავით დვალი დაამტკიცეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 დეპუტატიდან 21-მა მიიღო და ხმათა უმრავლესობა თავმჯდომარეობის ერთადერთმა კანდიდატმა, დავით დვალმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ". მათი თქმით, არ იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც მმართველ გუნდს აკისრია და ისინი ახალი მოწვევის საკრებულოში მხოლოდ მოდარაჯის ფუნქციას შეითავსებენ, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყურადღება არ მოადუნოს და დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულოს.
ამ წუთებში, ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა გრძელდება, სადაც მალე კომისიის თავმჯდომარეებს აირჩევენ და ასევე მოხდება ფრაქციების რეგისტრაციაც.



































































